Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად გამაფრთხილებელი ნიშნები: - 1.19 "ორმხრივი მოძრაობა” გვაფრთხილებს გზის მონაკვეთის დასაწყისზე, სადაც საპირისპირო მოძრაობაა. - 1.18.1 "გზის შევიწროება” გვაფრთხილებს, რომ წინ გზის შევიწროებული მონაკვეთია. - 1.6 "თანაბარ მნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა" გვაფრთხილებს, რომ ვუახლოვდებით გზაჯვარედინს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად გამაფრთხილებელი ნიშნები: - 1.12.1 "სახიფათო მოსახვევები" გვაფრთხილებს, რომ წინ გზის მონაკვეთია სახიფათო მოსახვევევით. -1.11.1 "სახიფათო მოსახვევი" გვაფრთხილებს, რომ წინ გზის მომრგვალებაა მცირე რადიუსით ან შეზღუდული ხილვადობით. _ 1.18.2 "გზის შევიწროება" გვაფრთხილებს, რომ წინ გზის შევიწროებული მონაკვეთია.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 1.23 პუნქტის თანახმად, გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი 1.23 "საგზაო სამუშაოები" გვაფრთხილებს სავალ ნაწილზე მიმდინარე საგზაო სამუშოების გამო წარმოქმნილი დაბრკოლების შესახებ და იმავე პუნქტის განმარტების თანახმად, ნიშანი 1.23 სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას იდგმება, სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10-15 მეტრ მანძილზე 7.11 დაფის გარეშე.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 1.1 პუნქტის თანახმად გამაფრთხილებელი ნიშანი 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” გვაფრთხილებს შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოებაზე და იმავე პუნქტის განმარტებების თანახმად, ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი - 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.11 დაფაზე.ნიშნები 1.1, 1.2, 1.9, 1.10 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. მოცემულ სიტუაციაში, დაუსახლებელ პუნქტში საგზაო ნიშანი 1.1 იდგმება ორჯერ: პირველი 150-300 მეტრში, მეორე - 50 მეტრში.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად გამაფრთხილებელი ნიშნები: _ 1.31.1 და 1.13.2 "მოხვევის მიმართულება" გვიჩვენებს მოძრაობის მიმართულებას შეზღუდული ხილვადობის მქონე მცირერადიუსიანი გზის მომრგვალებაზე ან გზის შესაკეთებელი მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას. - 1.31.3 "მოხვევის მიმართულება" გვაჩვენებს მოძრაობის მიმართულებას T-ს მგავს გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე. გვაჩვენებს გზის შესაკეთებელი მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას. "T"-სებურ გზაჯვარედინზე მოძრაობის მიმართულებას მიუთითებს საგზაო ნიშანი 1.31.3, აღნიშნული მესამე ნომრით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტების თანახმად, ნიშნები 1.1, 1.2, 1.9, 1.10, 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია გამაფრთხილებელი ნიშნები: 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.9 "გასახსნელი ხიდი", 1.10 "სანაპიროზე გასასვლელი", 1.21 "ბავშვები" და 1.23 "საგზაო სამუშაოები", ჩამოთვლილიდან დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება ყველა საგზაო ნიშანი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტების თანახმად ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი - 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.11 დაფაზე. "საგზაო მოძრაობის წესების" თანახმად: - საგზაო ნიშნები 1.4.1-1.4.6 "რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” დამატებით აფრთხილებენ მძღოლს რკინიგზის შლაგბაუმიან ან უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. ნიშნები იდგმება მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში. - საგზაო ნიშნები 1.4.1-1.4.3 იდგმება რკინიგზის გადასასვლელამდე გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4-1.4.6 გზის მარცხენა მხარეს. - საგზაო ნიშნები 1.4.1 და 1.4.4 იდგმება უშუალოდ 1.1 ან 1.2 რიგით პირველი ნიშნების ქვეშ. - საგზაო ნიშნები 1.4.3 და 1.4.6 იდგმება უშუალოდ 1.1 ან 1.2 რიგით მეორე ნიშნების ქვეშ. ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტების თანახმად ნიშნები 1.3.1 და 1.3.2 იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ. მოცემულ შემთხვვაში ნაჩვენებია გამაფრთხილებელი ნიშნები: 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.8 "შუქნიშნით რეგულირება”, 1.3.1 "ერთლიანდაგიანი რკინიგზა", და 1.4.3 "რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება", რომელთაგან უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ იდგმება 1.3.1 მაფრთხილებელი ნიშანი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები"-ის თანახმად გამაფრთხილებელი ნიშანი მძღოლს აუწყებს გზის სახიფათო მონაკვეთთან მიახლოებას, რომლის დროსაც აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. მოცემულ შემთხვვაში ნაჩვენებია ნიშნები: 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.6 "თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა” და 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, რომელთაგან უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე მძღოლს აფრთხილებს საგზაო ნიშანი 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 7.1.1 და 7..2.1 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები: - 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). - 7.2.1 "მოქმედების ზონა" მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეზე ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონაზე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან სახიფათო უბნის სიგრძეს მიუთითებენ საგზაო ნიშნები 1.12.1 "სახიფათო მოსახვევები" და 7.2.1 "მოქმედების ზონა".
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px