|
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” კრძალავს მოძრაობას სიჩქარით, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. - 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” – ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ მითითებული ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით. - 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე” – გვიჩვენებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს უფლებას რთავს იმოძრაოს 60 კმ/სთ სიჩქარით საგზაო ნიშნები: 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” და 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე”, ანუ მეორე და მესამე.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" ბოლო აბზაცის თანახმად, თუ დროებითი (გადასატანი სადგარი) და სტაციონარული საგზაო ნიშნები ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს დროებითი ნიშნებით. მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის შუაში დადგმულია დროებითი საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" და მძღოლის არა აქვს მობრუნების უფლება.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.2 "მოძრაობა მარჯვნივ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით. ხოლო ამავე თავის 7.4.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.4.1 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა” მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფა 7.4.1 ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობილებზე, აგრეთვე მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არაღემატება, ამიტომ მას შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს ყველა მიმართულებით.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არაღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს, მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნას არღვევს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რადგან ის ვალდებულია მარჯვნივ მოხვევისას იმოძრაოს რაც შეიძლება სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" მე-4 პუნქტის განმარტების თანახმად საგზაო ნიშნები: 4.1.5 "მოძრაობა პირდაპირან მარცხნივ”, 4.1.1. "მოძრაობა პირდაპირ” და 4.1.3 "მოძრაობა მარცხნივ”. მოძრაობის ნებას რთავენ მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით და 4.1.1. "მოძრაობა პირდაპირ” ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არკრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად. ნაჩვენები ნიშნებიდან მარჯვნივ ეზოში ან საცხოვრებელ კვარტალში შესვლის უფლებას იძლევა რიგით მეორე 4.1.1. "მოძრაობა პირდაპირ” საგზაო ნიშანი.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: 4.1.3 "მოძრაობა მარცხნივ”, 5.1.5 "მოძრაობა პირდაპირან მარვხნივ” და 4.1.6 "მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს უკუმიმართულებით მოძრაობის ნებას რთავს ყველა საგზაო ნიშანი.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: 5.1.5 "მოძრაობა პირდაპირან მარცხნივ”, 4.1.3 "მოძრაობა მარცხნივ” და 4.1.4 "მოძრაობა პირდაპირან მარჯვნივ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა, მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს უკუმიმართულებით მოძრაობის ნებას რთავს რიგით პირველი და მეორე საგზაო ნიშნები.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 4.2.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.2.3 "დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან” შემოვლის ნებას რთავს ნებისმიერი მხრიდან. მოცემულ სიტუაციაში წინააღმდეგობის გვერდის ავლა შეგიძლიათ ნებისმიერი, როგორც "ა”, ისე "ბ” ტრაექტორიით.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", თანახმად საგზაო ნიშნები: 4.1.4 "მოძრაობა პირდაპირან მარჯვნივ”, 5.1.5 "მოძრაობა პირდაპირან მარცხნივ” და 4.1.6 "მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს მარჯვნივ ან მარცხნივ მოძრაობას ავალდებულებს მესამე საგზაო ნიშანი.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები", 7.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.19 "საშიში ტვირთის კლასი" მიუთითებს საშიში ტვირთის კლასის ნომერს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით. დაფა თავსდება უშუალოდ იმ ნიშნის ქვემოთ, რომელთანაც ის გამოიყენება. დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) აზუსტებს ან ზღუდავს იმ ნიშნის მოქმედებას, რომელთანაც ის გამოიყენება. ხოლო ამავე თავის 4.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე ისრით მითითებული მიმართულებებით. 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანის 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" ქვემოთ მოთავსებული დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.19 "საშიში ტვირთის კლასი" ავტომატარებელს, რომელზედაც დაყენებულია საცნობი ნიშანი "საშიში ტვირთი” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ პირდაპირ.
|
|
|