|
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს მძღოლი არღვევს B მონაკვეთზე, რადგან მარჯვნივ მოხვევის შესასრულებლად დროულად არდაიკავა განაპირა მარჯვენა მდგომარეობა.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. ხოლო იმავე თავის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გზაზე, სადაც 5.9, 5.10.1-5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არდააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრა
...
კითხვის გაგრძელება »
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. მოცემულ სიტუაციაში მძღოლს უფლება აქვს იმყოფებოდეს მხოლოდ მარჯვენა უკიდურეს ზოლზე.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-9 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში გზა უნდა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად:1. მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის(მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არარის, ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით.5. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.მოცემულ სიტუაციაში მძღოლი ასრულებს მოხვევას გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული და წითელ ავტომობილზე ჩართული სიგნალი შეიძლება მიანიშნებდეს როგოც გზაჯვარედინზე წრიული მოძრაობაზე, მოძრაობის გაგრძელებაზე, ასევე მარჯვენა ზოლში გადადგილებაზე.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშნები" 1.18 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.18 – აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას; გამოიყენება დამოუკიდებლად, ან 5.81, 5.82 ნიშნებთან შეერთებით; მონიშვნა ჩიხის გამოსახულებით მიუთითებს, რომ მოხვევა სავალ ნაწილზე აკრძალულია; უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა, ამავე დროს, ამ ზოლიდან მობრუნების ნებას იძლევა.მოცემულ სიტუაციაში არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არარღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის თანახმად, მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილზე, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. მოცემულ სიტუაციაში, სურათზე ნაჩვენები ტრაექტორიებით მობრუნების დროს მძღოლი ორივე შემთხვევაში არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს წითელი ავტომობილის მძღოლი, რადგან მარჯვნივ მოხვევის შესასრულებლად დროულად არდაიკავა განაპირა მარჯვენა მდგომარეობა.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. ხოლო იმავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილზე, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. მოცემულ გზის მონაკვეთზე მობრუნება ნებადართულია, მაგრამ მანევრს მძღოლი ასრულებს არასწორად, კერძო დროულად არგადაეწყო მარცხენა ზოლში და მანევრს ასრულებს დარღვევით ორივე ზოლიდან, რის შესრულების უფლებაც არა აქვს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არაღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს, მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან.მოცემულ სიტუაციაში მძღოლი ასრულებს მარცხნივ მოხვევას და მისი შესრულება ორივე ნაჩვენები ტრაექტორიით არეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.მძღოლს შეუძლია მარცხნივ მოხვევა შეასრულოს ორივე A და B ტრაექტორიებით.
|
|
|