Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად, მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არარის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არუნდა შეექმნას დაბრკოლება. მოცემულ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლი მოძრაობის წესების მოთხოვნებს არარღვევს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა. მოცემულ სიტუაციაში მძღოლს შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს მარცხნივ და უკუმიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად: 1. მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არარის, ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არშეექმნათ დაბრკოლება. 4. მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანმხვედრსატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლი მოძრაობის დაწყებისას ახდენს რა გასვლას სავალი ნაწილის მარჯვენა ზოლში გზა უნდა დაუთმოს თანმხვერსატრანსპორტო საშუალებას. გზა უნდა დაუთმოს წითელი ავტომობილის მძღოლმა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისთვის გამოიყევება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისთვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა. მოცემულ სიტუაციაში მძღოლს უფლება არა აქვს სამზოლიან ორმხრივმოძრაობიან გზაზე იმოძრაოს შუა ზოლში, თუ ის აგრძელებს მოძრაობას პირდაპირ. ის არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 43-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის, მოპედის, საჭაპანე ოთხთვალას (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, აგრეთვე გვერდულზე, თუ ეს არაბრკოლებს ქვეითს. ხოლი საგზაო მოძრაობის წესების მე-9 თავის, მე-4 პუნქტის, მე-3 აბზაცის თანახმად, ნებისმიერგზაზე, რომელსაც მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამი და მეტი ზოლი აქვს, მარცხენა განაპირა ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობის დროს, როცა სხვა ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების შემთხვევაში, ხოლო 3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილებს ნება ეძლევა გავიდნენ მარცხენა ზოლზე მხოლოდ მარცხნივ მოხვევის, მობრუნების და ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის მიზნით მარცხენა მხარეს გასაჩერებლად მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს არღვევს: მოპედი - უნდა მოძრაობდეს გა ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-9 პუნქტის თანახმად გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისთვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან (მარჯვენა გვერდულიდან), ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრდა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მოცემულ სიტუაციაში სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, მაგრამ ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს გზაჯვარედინის მიღმა, ამიტომ მძღოლს უფლება არა აქვს აღნიშნული მანევრი შეასრულოს გზაჯვარედინზე.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) ) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.8.1 პუნქტის თანახმად საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.8.1 "ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი" გვიჩვენებს ზოლების რაოდენობას და მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას ყოველ ზოლში. ხოლო იმავე კანონის მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი მოძრაობს სამზოლიან გზაზე უკიდურეს მარცხენა ზოლში პირდაპირი მიმართულებით, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, რის უფლებაც არა აქვს და არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტების თანახმად: 5. მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. 6. მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არარის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არუნდა შეექმნას დაბრკოლება. 9. გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არარის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არუნდა შეექმნას დაბრკოლება. ხოლო იმავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; მოცემული სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლი არარღვევს საგზაო მოძრაობის წესების არც ერთ მოთხოვნას.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის თანახმად მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილზე სადაც გასაჩერებელი პუნქტია. მოცემულ სიტუაციაში რკინიგზის გადასასვლელამდე, ისრით ნაჩვენებ ადილზე მობრუნება შეიძლება.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 5 6 7 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px