|
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არარის, მძღოლი გზას უთმობს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება. მოცემულ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება მარჯვნიდან.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 35-ე მუხლის, პირველი პუნქტის, "ა" და "ბ" ქვეპუნქტების თანახმად ატომაგისტრალზე და 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზებზე აკრძალულია: ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით, ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია;ბ) მეორე ზოლს იქით იმ სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება; ხოლო იმავე კანონის 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა საქალაქაშორისო და მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლის, ყველა გზაზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს არღვევს: მოპედი - უფლება არა აქვს 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზებზე მოძრაობის, 3.5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილი - უფლება არა აქვს იმოძრაოს მე-3 ზოლში
...
კითხვის გაგრძელება »
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის თანახმად მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილზე სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.4.1 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა" პირდაპირმოძრაობას ავალდებულებს იმ სატვირთო ავტომობილებს, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაზე მეტია.მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლს მობრუნება შეუძლია შეასრულოს სურათზე ნაჩვენები ორივე ტრაექტორიით.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.მოცემულ სიტუაციაში მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება სატვირთო ავტომობილი და ვალდებულია გაატაროს ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი იმყოფებიან თანაბარმნიშვნელოვან გზაზე და მსუბუქი ავტომობილი მობრუნებისას ვალდებულია გზა დაუთმოს პირდაპირმოძრავ მიკროავტობუსის მძღოლს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-14 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობა ნაბადართულია, თუ ეს მანევრი უსაფრთხოა და დაბრკოლებას არუქმნის სხვა მონაწილეებს. უკუსვლით მოძრაობა აკრძალულია გზაჯვარედინზე და ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილას სადაც გასაჩერებელი პუნქტია. მოცემულ სიტუაციაში მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს სურათზე ნაჩვენები A და B ტრაექტორიით.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 37-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად გზაზე, სადაც 5.9 "სამარშრუტო სატრასპორტო საშუალებათა ზოლი" ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრასპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრასპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრასპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არდააბრკოლებს სამარშრუტო სატრასპორტო საშუალებების მოძრაობას. ხოლო იმავე კანონის 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის დროს მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებისთვისაა განკუთვნილი.მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა უნდა გაატაროს ტროლეუბუსი, გადავიდეს მარჯვ
...
კითხვის გაგრძელება »
საქართველოს კანონი "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) არაწესებს მცირე გაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების ერთ ზოლში ორრიგად მოძრაობის შეზღუდვას, თუ ამით სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას არექმნება დაბრკოლება. იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.20 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ხოლო იმავე კანონის პირველი თავის, პირველი მუხლის, "გ” პუნქტის თანახმად გასწრება არის დაკავებული ზოლიდან გამოსვლასთან დაკავშირებული მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასწრება.მოცემულ სიტუაციაში ორი მოტოციკლის გადაადგილება ერთნაირი სიჩქარით ერთი ზოლის ფარგლებში ნებადართულია. არირღვევა გასწრების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნები.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის დროს მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებისთვისაა განკუთვნილი. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ თავისი გაბარიტის ან სხვა მიზეზთა გამო, სატრანსპორტო საშუალება ვერასრულებს მოხვევას ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არშეექმნება სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშნებით აკრძალულია გზაჯვარედინზე მოძრაობა მარცხნივ, რაც მობრუნებას არკრძალავს, მაგრამ ამისთვის მსუბუქი ავტომობილის მძღოლს დროულად უნდა დაეკავებინა მარცხენა ზოლი და იქიდან მოეხდინა მობრუნება რის შესრულებაც გაბარიტებიდან გამომდინარე მას შეეძლო. ისრით ნაჩვენები მანევრის შესრულება მძღოლს არშეუძლია.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არარის ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არშეექმნათ დაბრკოლება. 2. მოხვევის მაჩვენებლით ან ხელით სიგნალი მიეცემა დროულად, მანევრის დაწყების წინ და წყდება მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ), ამასთან სიგნალმა შეცდომაში არუნდა შეიყვანოს მოძრაობის სხვა მონაწილეები. სიგნალის მიცემა მძღოლს არაძლევს უპირატესობას და არათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია დაიწყოს მოძრაობა, თუ ის არშეუქმნის დაბრკოლებას სატვირთო ავტომობილს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის, "ე" ქვეპუნქტის თანახმად, მობრუნება აკრძალულია გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია.
|
|
|