Реклама

საგზაო მოძრაობის წესების მე-10 თავის, 10.3 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების, რომლებსაც ბუქსირით მიჰყავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები - მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით. მოცემულ სიტუაციაში მაბუქსირებელ სატვირთო ავტომობილის მძღოლს, შეუძლია მოძრაობა არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არაღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, სატრანსპორტო საშუალებისა, ტვირთის თავისებურება და მდგომარეობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს, მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე, ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის, "ა"' ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ სიტუაციაში მსუბუქ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის 1 თავის "საგზაო ნიშნები" 4.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" ნებას რთავს მძღოლს იმოძრაოს ნიშანზე მითითებული ან მეტი სიჩქარით. ხოლო იმავე კანონის 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ"' ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა საქალაქთაშორისო, მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლისა, ყველა გზაზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.14 "მოძრაობის ზოლი" მიუთითებს, რომ აღნიშნულ ზოლზე შეიძლება მოძრაობა არანაკლები 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მაქსიმალურსიჩქარედ მოძრაობის წესებით განსაზღვრულია 90კმ/სთ-ში.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.20.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.20.2 "მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი" გვაჩვენაბს ნიშანზე გამოსახული დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტებისაკენ მოძრაობის მიმართულებას, ხოლო მწვანე ფონი მიგვანიშნებს, რომ მოძრაობა ნაჩვენებ დასახლებულ პუნქტამდე, ან ობიექტამდე განხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით, ან სხვა გზით. იმავე კანონის მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ"' ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა საქალაქაშორისო და მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლისა, ყველა გზაზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ სიტუაციაში საქალაქათშორისო ავტობუსის მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ"' ქვეპუნქტის თანახმად დასახლებულ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა: მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. ხოლო იმავე კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის და ავტობუსის მძღოლები არარღვევენ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა: მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ სიტუაციაში, ავტომატარებლის მძღოლი არშედის დასახლებულ პუნქტში და მას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-4 პუნქტების თანახმად, მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია.იმავე თავის 30-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად. გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ ზოლზე. მოცემული მიმამრთულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანვე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არშეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლი წინსწრების შემდეგ ვალდებულია დაიკავოს მარჯვენა, თავისუფალი ზოლი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. მოცემულ სიტუაციაში ავტომობილის მძღოლს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაა, შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მაქსიმალური 90კმ/სთ სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, 4 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა: მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები", 5.18 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.18 "რეკომენდირებული სიჩქარე" მძღოლს აძლევს ინფორმაციას, რომ გზის მოცემული მონაკვეთზე რეკომენდირებულია 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილი მოძრაობს დაუსახლებელ პუნქტში და უფლება აქვს იმოძრაოს არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით და არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "დ" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა, ძარით მგზავრების გადამყვანი სატვირთო ავტომობილისა - არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px