Реклама

საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 32-ე მუხლის 5-ე პუნქტის თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვან გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად. ხოლო საქართველოს „საგზაო მოძრაობის წესების" ტერმინთა განმარტებების თანახმად „მთავარი გზა" არის 2.1, 2.3.1-2.3.3 ან 5.1 საგზაო ნიშნებით აღნიშნული გზა გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან შედარებით. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია ნიშნები: 2.7 „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან", 2.3.3 „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება" და 2.1 „მთავარი გზა", რომელთაგან არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობას გვანიჭებს მეორე და მესამე საგზაო ნიშნები.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.4 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 2.4 "დაუთმე გზა" ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. იმავე თავის 7.1.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანები 2.4 და 7.1.1 მძღოლს აწვდიან ინფორმაციას, რომ ნიშნიდან 200 მეტრში უახლოვდება გადამკვეთ ქუჩას, სადაც ვალდებულია გზა დაუთმოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 2.6 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის ნიშანი 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" კრძალავს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას. მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების თანახმად საგზაო ნიშანი 2.6 იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ ან წინასწარ 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე” დამატებითი ინფორმაციის ნიშანთან (დაფასთან) ერთად. მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშანი 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.7 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის ნიშანი 2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან” აღნიშნავს გზის ვიწრო მონაკვეთს, რომელზედაც მოძრაობისას მძღოლს ენიჭება უპირატესობა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების თანახმად საგზაო ნიშანი 2.7 იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშანი 2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან” იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.5 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის ნიშანი 2.5. "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია” კრძალავს მოძრაობის გაგრძელებას "სდექ” ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ ის არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ნიშანი 2.5 იდგმება რკინიგზის გადასასვლელის ან საკარატინო საგუშაგოს წინ, ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება "სდექ" ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის – ნიშნის წინ. მოცემული საგზაო ნიშანი მძღოლს უკრძალავს გადამკვეთ ქუჩაზე გაუჩერებლად გავლას
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.4 "დაუთმე გზა" - მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემული საგზაო ნიშანი 2.4 "დაუთმე გზა" მძღოლს ავალდებულებს დაუთმოს გზა და გაატაროს გადამკვეთ ქუჩაზე მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალება.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.5 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.5 "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია” კრძალავს გაუჩერებლად მოძრაობას "სდექ” ხაზი წინ, ხოლო თუ ის არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ხოლო ამავე დანართის მე-2 თავის, 1.12 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.12 ("სდექ ხაზი”) აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.5 ნიშნის არსებობისას, ან შუქნიშნის და მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი უნდა გაჩერედეს და გზა დაუთმოს გადამკვეთ ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის „საგზაო ნიშნები"-ს 2.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.5 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია" კრძალავს გაუჩერებლად მოძრაობას „სდექ" ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის - გადასაკვეთი სავალი ნაქილის ნაპირთან. მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ნიშანი 2.5 იდგმება რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ, ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება მოძრაობას „სდექ" ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის - ნიშნის წინ. მოცემულ სიტუაციაში, როდესაც გზაჯვარედინის წინ დადგმულია საგზაო ნიშანი 2.5 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია" მძღოლი უნდა გაჩერდეს „სდექ" ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის გაჩერდეს გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან და გაატაროს გადასაკვეთ ქუჩაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები.
პასუხის ნახვა  
« 1 2

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px