Реклама

მოძრაობის სიჩქარის ორჯერგაზრდის შემთხვევაში, სამუხრუჭე მანძილი იზრდება დაახლოებით 4-ჯერ.ლიტერატურა: ბ. ა. ალექსეევი "საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება”
პასუხის ნახვა  
მოლიპულ გზაზე მოძრაობისას ავტომიბილი უნდა დავამუხრუჭოთ გადაბმულობის გამოურთველად სატერფულზე ფეხის მდორე დაწოლით.ლიტერატურა: ბ. ა. ალექსეევი "საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება”
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 20-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას მძღოლი ვალდებულია საგზაო პოლიციელის მოთხოვნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს მას:ა) იმ კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში - სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დამრღვევი მძღოლი ვალდებულია საგზაო პოლიციელის მოთხოვნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს მართვის უფლების მოწმობა, ან დროებითი მართვის ნებართვა, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-4 თავის, მე-8 მუხლის, პირველი პუნქტის, "ბ" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად, გზაზე მოძრაობის შეზღუდვა, ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება: ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით; გ) აუცილებლობის შემთხვევაში, გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების დროს, საქართველოს სასხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ” და "გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საგზაო პოლიციელს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ სიტუაციაში, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას პოლიციის მუშაკს შემოწმებისათვის გადასცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის პირველი მუხლის "ნ" პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, მოპედის გარდა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა.
პასუხის ნახვა  
სატრანსპორტო საშუალების მფლობელს დაეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ამ სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანისათვის, თუ ვერშესძლებს დაამტკიცოს, რომ ზიანი წარმოიშვა გადაულახავი ძალების ზემოქმედების, ან დაზარალებულის ქმედების შედეგად.ლიტერატურა: საქართველოს სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული კოდექსი
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად ამკრძალავი ნიშნები: - 3.14 "სიგანის შეზღუდვა” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს - 3.16 "მინიმალური დისტანციის შეზღუდვა” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლთა შორის დისტანცია ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლებია. - 3.15 "სიგრძის შეზღუდვა” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. ხოლო ამავე თავის ამკრძალავი ნიშნების განმარტების თანახმად 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება - ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არარის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. მოცემული ნიშნებიდან, დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
სურათზე ნაჩვენები მანძილებიდან ინტერვალი არის A და C. ლიტერატურა: ბ. ა. ალექსეევი "საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება”.
პასუხის ნახვა  
« 1 2

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px