Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 4.4 პუნქტის თანახმად: მიმთითებელი ნიშანი 4.4 "მსუბუქი ავტომობილის მოძრაობა" - ნებადართულია მსუბუქი ავტომობილის, ავტობუსის, მოტოციკლის, სატვირთო ავტომობილისა და სხვა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონას არაღემატება. ნიშანი მოძრაობის უფლებას აძლევს სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურებიან, ან ეკუთვნიან ამავე ზონაში მცხოვრებ, ან მომუშავე პირებს და გამოდიან იქიდან დანიშნულების ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინზე.მოცემულ შემთხვევაში სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა პირდაპირ, თუ ემსახურება საწარმოს, რომელიც მდებარეობს ნიშნით აღნიშნულ ზონაში.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.18.2 პუნქტის თანახმად ამკრძალავი ნიშანი 3.18.2 "მარცხნივ მოხვევა აკრძალულია" კრძალავს მხოლოდ მარცხნივ მოხვევას და მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრით ნაჩვენები მიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.4 პუნქტის თანახმად ამკრძალავი ნიშანი 3.4 "სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს სატვირთო ავტომობილებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობების, აგრეთვე ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება (თუ ნიშანზე მასა არარის მითითებული, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს). იმავე თავის 7.3.1-7.3.3 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) 7.3.1-7.3.3 "მოქმედების მიმართულებები" მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული ობიექტისაკენ. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის წინ დაყენებულია საგზაო ნიშანი 3.4 "სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია" მითითებული ნებადართული მაქსიმალური მასით - 8 ტონა, კრძალავს 8 ტონაზე მეტი ნებადართული მა ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი ნიშანი 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ხოლო იმავე თავის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშნის 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" მოქმედაბა არვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურება, ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ, ან მომუშავე პირს და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. მოცემულ სიტუაციაში მოტოციკლისტს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა პირდაპირ, თუ ის ცხოვრობს ნიშნის მოქმედაბის ზონაში.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.22 "სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია" სატვირთო ავტომობილს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება, ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაზე ნაკლებია და მას უფლება აქვს გაუსწროს ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მოძრაობს 30კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისა და ტრაქტორების მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, ხოლო იმავე თავის 7.3.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.3.1 "მოქმედების მიმართულებანი" მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული აღნიშნული ობიექტისაკენ. მოცემულ სიტუაციაშია გზაჯვარედინის წინ დადგმული საგზაო ნიშანი 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფა) 7.3.1 "მოქმედების მიმართულებანი", მძღოლებს უკრძალავს მოძრაობის გაგრძელებას მარჯვნივ C მიმართულებით. მძღოლებს შეუძლიათ მოძრაობა გააგრძელონ A და B მიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.29 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში" იძლევა ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედების ზონაში დგომა აკრძალულია თვის კენტ რიცხვებში, რის გამოც მოცემული პირველი სამი პასუხიდან არც ერთია სწორი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისა და ტრაქტორების მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. მოცემულ სიტუაციაში მისაბმელიანი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა პირდაპირ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.29 და 3.30 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში" და 3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში" კრძალავს ავტომობილის დგომას თვის შესაბამის რიცხებში. 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას, სატრანსპორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. ე. ი. დროის ამ პერიოდში, თვის ნებისმიერდღეს დგომა ნიშნების მოქმედების ზონაში დარღვევად არითვლება. მოცემულ სიტუაციაში თვის კენტი რიცხვის საღამოს 20 საათიდან მძღოლს შეუძლია ავტომობილი დააყენოს 21 საათამდე, ანუ შეუძლია დააყენოს, მაგრამ 1 საათით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები", 3.28 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.28 "დგომა აკრძალულია" კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას, ხოლო "დ" ქვეპუნქტის თანახმად 3.28 ნიშნის მოქმედება არვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი, ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე. მოცემულ სიტუაციაში ნიშნის მოქმედების ზონაში დგომის უფლება აქვს მსუბუქ ავტომობილს ნებისმიერი მისთვის საჭირო დროით, რადგან მასზე დაყენებული დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.17 "ინვალიდები" გვაწვდის ინფორმაციას, რომ მას მართავს მძღოლი ინვალიდი.
პასუხის ნახვა  
1 2 3 ... 7 8 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px