Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან. ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.20 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია” კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან და საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია” კრძალავს გასწრებას. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არშეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრით ნაჩვენები მიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია: რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი. მოცემულ სიტუაციაში რეგულირებული გზაჯვარედინია და მარცხენა ზოლიდან ნებადართულია პირდაპირმოძრაობა. ავტომობილის მძღოლი არარღვევს საგზაო მონიშვნის მოთხოვნებს და არგადადის საპირისპირო მოძრაობის ზოლზე, ამიტომ გასწრება ნებადართულია.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია: რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 1.6 "თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა” დაუსახლებელ პუნქტში გვაფრთხილებს, რომ 150-300 მეტრის შემდეგ არის გზაჯვარედინი თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით, ამიტომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაუსწროს ორივე ტრაქტორს, თუ გასწრებას გზაჯვარედინთან მისვლამდე დაამთავრებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა. მოცემულ სიტუაციაში, სატვირთო ავტომობილი მოძრაობს შუა ზოლში პირდაპირი მიმართულებით, ხოლო მოტოციკლისტი გასწრების მიზნით გადასულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე. საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს არღვევს ორივე მძღოლი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯvარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა);მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილი გასწრებას ახდენს საპირისპირო ზოლზე გასვლით, რაც ნებადართული არარის და არღვევს გასწრების წესს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.22 "სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” – უკრძალავს სატვირთო ავტომობილს, რომლის ნაბადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ტრაქტორს ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა საჭაპანე ოთხთვალისა (მარხილისა და ველოსიპედისა). ხოლო იმავე კანონის მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია, რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯვარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა); მოცემულ სიტუაციაში, სატვირთო ავტომობილს არა ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.22 "სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” – უკრძალავს სატვირთო ავტომობილს, რომლის ნაბადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ტრაქტორს ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა საჭაპანე ოთხთვალისა (მარხილისა და ველოსიპედისა).მოცემულ სიტუაციაში, საგზაო ნიშანის 3.22 "სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” მოქმედება არვრცელდება 3,5 ტონა ნებადართული სრული მასის მქონე სატვირთო ავტომობილზე და მას უფლება აქვს შეასრულოს სურათზე ნაჩვენები მანევრი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ ზოლზე. მოცემული მიმამრთულებით ორი, ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანვე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არშეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში მოკროავტობუსის მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მარცხენა ზოლში გასწრების დამთავრების შემდეგ, თუ მარჯვენა ზოლში დაბრუნებისთანავე მოუხდება ახალი გაწრების დაწყება.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, მე-30 მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯნარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა); მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, რომელიც იმყოფება გრუნტოვან (მეორეხარიხოვნ) გზაზე, შეუძლია გაუსწროს მოტოციკლს, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნები" 1.1 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.1 უწყვეტი ხაზი – ყოფს საწინააღმდეგო მიმართულების სატრანსპორტო ნაკადებს და გზების სახიფათო ადგილებზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 და 1.2 ხაზების გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გვერდულზე გასაჩერებლად.მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება არა აქვს გადაკვეთოს უწყვეტი ღერძულა ხაზი და არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
პასუხის ნახვა  
1 2 3 4 5 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px