Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის "გამაფრთხილებელი ნიშნები" განმარტების თანახმად: ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.1.1 დაფაზე. ნიშნები 1.1, 1.2, 1.10, 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არა ნაკლებ 50 მეტრ მანძილზე. მოცემულ კითხვაში გვაქვს საგზაო ნიშნები 1.10 "სანაპიროზე გასასვლელი" და 1.21 "ბავშვები" რომლებიც დაუსახლებელ პუნქტში იდგმება ორჯერ: პირველი 150-300 მეტრ მანძილზე, მეორე - არაუახლოეს 50 მეტრის დაშორებით, სახიფათო უბნის დასაწყისიდან.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის "გამაფრთხილებელი ნიშნები" განმარტებების თანახმად: "გამაფრთხილებელი ნიშნები" 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი 50-100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.1.1 დაფაზე. მოცემულ სიტუაციაში ავტომობილი იმყოფება დასახლებული პუნქტის გარეთ და გვაქვს საგზაო ნიშანი 1.30 "სხვადასხვა საშიშროებანი", რომელიც სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება 150-300 მეტრის მაძილზე, ხოლო იმავე თავის 7.2.1 პუნქტის თანახმად, დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.2.1 "მოქმედების ზონა" მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეზე. მოცემულ სიტუაციაში, სახიფათო უბნის დასაწყისიდან მძღოლი იმყოფება 150-300 მეტრ მანძილზე.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-7 პუნქტის განმარტების თანახმად, თუ შემხვედრი გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დაუთმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარესაც არსებობს დაბრკოლება. 1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრასპორტო საშუალების მძღოლი. იმავე კანონის 22-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, იმ სატრასპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც გზაზე ასრულებს საამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს და ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის შუქურა, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. სხვა მძღოლებმა მას არ უნდა შეუქმნან მუშაობაში დაბრკოლება. ნარინჯისფერი ან ყვითელი შუქურა არ იძლევა უპირეტესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად. მოცემულ სიტუაციაში ყვითელ შუქურიანი ავტომობილი მოძრაობს დაღმართზე და ის ვალდებულია დაუთმოს გზ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის განმარტებების თანახმად საგზაო ნიშანები 1.7 "წრიული მოძრაობით გადაკვეთა" და 1.20 "ქვეითთა გადასასვლელი" დაუსახლებელ პუნქტში სახიფათო მონაკვეთის დაწყებამდე იდგმება 150-300 მეტრ მანძილზე, ხოლო ნიშანი 1.23 "საგზაო სამუშაოები" სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას იდგმება სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10-15 მეტრ მანძილზე, 7.1.1 დაფის გარეშე. მოცემულ სიტუაციაში დაუსახლებელ პუნქტში სახიფათო უბნის დასაწყისიდან 50 მეტრზე ახლოს შეიძლება დაიდგას საგზაო ნიშანი 1.23 "საგზაო სამუშაოები".
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" განმარტების თანახმად: "გამაფრთხილებელი ნიშნები" 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი 50-100 მეტრ მანძილზე. მოცემულ სიტუაციაში დგას საგზაო ნიშანი 1.6 "თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა", რომელიც მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ 150-300 მეტრის შემდეგ იქნება გზაჯვარედინი თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" განმარტების თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: 1.13 "ციცაბო დაღმართი" და 1.14 "ციცაბო აღმართი" დადგმული დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" გვაჩვენებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, ასევე ნიშნები 1.13 და 1.14 შეიძლება დაიდგას 7.1.1 დაფის გარეშე, უშუალოდ დაღმართის ან აღმართის დასაწყისში, თუ ისინი ერთმანეთს მიჰყვება.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის განმარტებათა თანახმად მაფრთხილებელი საგზაო ნიშნები 1.1, 1.2, 1.9, 1.10, 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება, მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 1.11.2 "სახიფათო მოსახვევი", 1.8 "შუქნიშნით რეგულირება", 1.17 "ქვის ასხლეტა", 1.15 "მოლიპული გზა", 1.21 "ბავშვები" და 1.13 "ციცაბო დაღმართი", რომელთაგან დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება მხოლოდ E ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი 1.21 "ბავშვები", რომელიც გვაფრთხილებს, რომ გზის მონაკვეთი საბავშვო დაწესებულებასთან ახლოსაა და სავალ ნაწილზე შესაძლოა ბავშვების გამოჩენა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის განმარტებათა თანახმად მაფრთხილებელი საგზაო ნიშანები 1.1, 1.2, 1.9, 1.10, 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება, მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი", 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი", 1.25 "გარეული ცხოველები", 1.10 "სანაპიროზე გასასვლელი", 1.12.1 "სახიფათო მოსახვევები" და 1.9 "გასახსნელი ხიდი", რომელთაგან დასახლებული პუნქტის გარეთ არ მეორდება მხოლოდ საგზაო ნიშნები 1.25 "გარეული ცხოველები" და 1.12.1 "სახიფათო მოსახვევები", ანუ C და E ასოებით აღნიშნული საგზაო ნიშნები.
პასუხის ნახვა  
აქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის განმარტებათა თანახმად საგზაო ნიშანი 1.20 "ქვეითთა გადასავლელი" სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებულ პუნქტებს გარეთ 150-300 მერტზე, დასახლებულ პუნქტში კი 50-100 მეტრ მანძილზე, აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.1.1 დაფაზე. ხოლო იმავე კანონის მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის თანახმად მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილზე სადაც გასაჩერებელი პუნქტია. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 1.20 "ქვეითთა გადასავლელი" გვაფრთხილებს, რომ ნიშნიდან 150-300 მეტრ მანძილზე მდებარეობს ქვეითთა გადასავლელი. მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტების თანახმად, ნიშნები 1.1, 1.2, 1.9, 1.10, 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. მოცემულ შემთხვვაში ნაჩვენებია გამაფრთხილებელი ნიშნები: - 1.8 "შუქნიშნით რეგულირება”; - 1.6 "თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა”; - 1.20 "ქვეითთა გადასასვლელი”; - 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”; - 1.17 "ქვის ასხლეტა”; - 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”. დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება გამაფრთხილებელი ნიშნები 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” და 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”.
პასუხის ნახვა  
1 2 3 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px