Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე ისრით მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. გამოიყენება აგრეთვე 4.1.1-4.1.6 ნიშნები ისრების კონფიგურაციით, რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ გადაკვეთაზე მოძრაობის საჭირო მიმართულებას. 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე. 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. მოცემულ სიტუაციაში, 4.1.1 ნიშნების მოქმედება ვრცელდება გზაჯვარედინის პირველ გადაკვეთაზე, ამიტომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არშეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრით ნაჩვენები მიმართულებით, ხოლო სატვირთო ავტომობილის მძღოლი მობრუნებას ასრულებს პირველი გადაკვეთის შემდეგ და მას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრით ნაჩვენები ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანხვედრსატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში გზა უნდა დაუთმოს სატვირთო ავტომობილის მძღოლმა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები:- - 5.8.3 "ზოლის დასაწყისი" გვაძლევს ინფორმაციას აღმართზე დამატებითი ზოლის, ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისის შესახებ. თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ ნიშანზე გამოსახულია ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა", მაშინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არშეუძლია განაგრძოს ძირითად ზოლზე მითითებული, ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, გადაადგილდება დამატებით ზოლზე.- 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ მითითებულით ან მეტი სიჩქარით. - 5.18 "რეკომენდირებული სიჩქარე", სიჩქარე, რომლითაც რეკომენდირებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა.- 3,24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.-5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა" გვაჩვენებს გზას, ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. მასზე მობრუნება და უკ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: -4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" და 4.1.4 "მოძრაობა პირდაპირან მარჯვნივ" მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. - 3.19 "მობრუნება აკრძალულია" აკრძალულია მობრუნება, ნებადართულია მარცხნივ მოხვევა. - 5.8.2 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი" გვაჩვენებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვევის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა. მოცემული საგზაო ნიშანი მარცხნივ მოხვევის ნებას არიძლევა. - 5.7.1 "ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა" გვაძლევს ინფორმაციას, რომ გადამკვეთ გზაზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარცხნიდან, მარჯვნივ და მარცხნივ მოხვევის ნებას არიძლევა.მოცემული საგზაო ნიშნებიდან მარცხნივ მოხვევას არკრძალავ C ასოთი აღნიშნული 3.19 "მობრუნება აკრძალულია" საგ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: -5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა" გვაჩვენებს გზას, ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. მასზე მობრუნება და უკუმიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. -2.7 უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან" გვაძლევს ინფორმაციას, რომ წინ არის გზის ვიწრო მონაკვეთი, მასზე მოძრაობისას მძღოლს ენიჭება უპირატესობა შემხვედრსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. - 5.11.1 "მობრუნების ადგილი" გვაჩვენებს ადგილს, სადაც ნებადართულია მობრუნება, ხოლო მარცხნივ მოხვევა აკრძალულია- 4.1.3 "მოძრაობა მარცხნივ" მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა და მისი მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დგას. - 4.2.2 "დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან" დაბრკოლების შემოვლა ნებადართულია მხოლოდ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" მოძრაობის ნებას რთავს ნიშანზე მითითებული, ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშანი:- 4.1.4 "მოძრაობა პირდაპირან მარჯვნივ" იძლევა მოძრაობის ნებას მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. ე. ი. მოცემული საგზაო ნიშანი 4.1.4 მობრუნების ნებას არიძლევა. - 3.2 "მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ხოლო დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.3.3 "მოქმედების მიმართულებები" მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული აღნიშნული ობიექტისაკენ. ე. ი. მოცემული საგზაო ნიშანის 3.2 "მოძრაობა აკრძალულია" მოქმედება გზაჯვარედინზე ვრცელდება მარცხნივ და მარჯვნივ, ამასთან მობრუნებას არკრძალავს. -5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა" გვაჩვენებს გზას, ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმა ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4 პუნქტის 4.1.6 ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.6 "მოძრაობა მარჯვნივ, ან მარცხნივ" მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. ხოლო გზაჯვარედინის შემდეგ დადგმული საგზაო ნიშანი 3.1 '"შესვლა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით.მოცემულ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არარღვევს საგზაო ნიშნების მოთხოვნებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.4 "მსუბუქი ავტომობილის მოძრაობა" ნებადართულია მსუბუქი ავტომობილის, ავტობუსის, მოტოციკლის, სატვირთო ავტომობილებისა და სხვა სამარშრუტო სატრანსტორტო საშუალების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არაღემატება. ნიშანი მოძრაობის უფლებას აძლევს სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურება, ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ, ან მომუშავე პირს და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება და მას ეკრძალება მოძრაობა მარჯვნივ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" " 4.1.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.4 "მოძრაობა პირდაპირდა მარჯვნივ" მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით და მისი მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია, ხოლო იმავე კანონის 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის დროს მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებისთვისაა განკუთვნილი. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი იმყოფება მარცხენა ზოლში, საიდანაც მობრუნების და მარჯვნივ მოხვევის უფლება არა აქვს, ხოლო მეორე გადაკვეთაზე შეუძლია იმოძრაოს A და B მიმართულებებით.
პასუხის ნახვა  
1 2 3 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px