Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა. ორმხრივ მოძრაობიან სამზოლიანი გზის შუა ზოლზე გადსვლა მძღოლს შეუძლია, მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების მიზნით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების მე-9 თავის, მე-4 პუნქტის, მე-3 აბზაცის თანახმად ნებისმიერგზაზე, რომელსაც მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამი და მეტი ზოლი აქვს, მარცხენა განაპირა ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობის დროს, როცა სხვა ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების შემთხვევაში, ხოლო 3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილებს ნება ეძლევა გავიდნენ მარცხენა ზოლზე მხოლოდ მარცხნივ მოხვევის, მობრუნების და ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის მიზნით მარცხენა მხარეს გასაჩერებლად. მოცემულ სიტუაციაში, როცა გზაზე ინტენსიური მოძრაობაა მძღოლს შეუძლია გადაადგილდეს ზოლიდან-ზოლში მოხვევის, მობრუნების, ან გაჩერების შემთხვევაში
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად: 1. მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არარის, ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არშეექმნათ დაბრკოლება. 4. მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანმხვედრსატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას. იმავე თავის 37-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად დასახლებულ პუნქტში მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ტროლეიბუსსა და ავტობუსს, რომლებიც მოძრაობას იწყებენ მონიშნული გაჩერებიდან. ტროლეიბუსისა და ავტობუსის მძღოლები, კი მხოლოდ მაშინ იწყებენ მოძრაობას, როცა დარწმუნდებიან, რომ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანხვედრსატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში გზის შევიწროებულ უბანს სატრანსპორტო საშუალებები გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: მსუბუქი ავტომობილი, მოტოციკლი, მიკროავტობუსი ე. ი. ყველაზე ბოლოს გაივლის მიკროავტობუსის მძღოლი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნა", 1.18 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.18 აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა, ამავე დროს ამ ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა. იმავე კანონის მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ ან, მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი,იმავე თავის 28-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობის სიჩქარე არაღემატება 40 კმ/სთ-ს, ან რომელიც ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერავითარებს ამ სიჩქარეს, უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, იმ შემთხვევის გარდა, როცა ხორციელდება შემოვლა, გასწრება, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების წინ გადაჯგუფება. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილს მძღოლი მობ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის, "ა” და "ვ” ქვეპუნქტების თანახმად მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ვ) იმ ადგილზე სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები", I პუნქტის "გამაფრთხილებელი ნიშნები" განმარტების თანახმად: ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში, კი 50-100 მეტრმანძილზე. მოცემულ სიტუაციაში ვიმყოფებით დასახლებულ პუნქტში და საგზაო ნიშანი 1.20 "ქვეითთა გადასასვლელი" გვაფრთხილებს, რომ ნიშნის დაყენების ადგლიდან 50-100 მეტრში მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, ამოტომ მძღოლს შეუძლია მოაბრუნოს ავტომობილი მხოლოდ A ტრაექტორიით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-9 პუნქტის თანახმად გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისათვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან (მარჯვენა გვერდულიდან), ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრდა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. მოცემულ სიტუაციაში მისაბმელიან ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მობრუნდეს დაკავებული ზოლიდან, თანმხვედრი სატვირთო ავტომობილის გატარების შემდეგ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის თანახმად, მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილას სადაც გასაჩერებელი პუნქტია. იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნები" თანახმად: -ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის 1.1 უწყვეტი ხაზის გადაკვეთა აკრძალულია, დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის მარჯვენა ნაპირზე გასაჩერებლად. -1.5 წყვეტილი ხაზის გადაკვეთა დასაშვებია ნებისმიერი მხრიდანმოცემულ სიტუაციაში მობრუნების უფლება არა აქვს მიკროავტობუსის მძღოლს, რადგან მობრუნებისას ის კვეთს 1.1 უწყვეტ ღეძულა ხაზს. მობრუნება ნებადართულია მსუბუქი ავტომობილისათვის.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-9 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისათვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან (მარჯვენა გვერდულიდან), ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრდა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი არარღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს, რადგან სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისათვის და ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. ხოლო იმავე თავის 43-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის, მოპედის, საჭაპანე ოთხთვალას (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, აგრეთვე გვერდულზე, თუ ეს არაბრკოლებს ქვეითს. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებული იყო დროულად გადაწყობილიყი მარჯვენა ზოლში, საიდანაც უნდა მოეხდინა მარჯვნივ მოხვევა, რაც მან არშეასრულა და დაარღვია საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნები. ასევე საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნები დაარღვია მოპედის მძღოლმა, რადგან პირდაპირი მოძრაობისას მან უნდა იმოძრაოს განაპირა მარჯვენა ზოლში.
პასუხის ნახვა  
1 2 3 ... 6 7 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px