Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა 90 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
გრუნტოვან გზაზე, თოვლის საფარის არსებობის დროს საჭიროა ვიმოძრავოთ წინასწარშერჩეული გადაცემითა და სიჩქარით გაჩერებების გარეშე, გამოვრიცხოთ საჭის თვალის მკვეთრი მობრუნება. ლიტერატურა: ბ. ა. ალექსეევი "საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება”
პასუხის ნახვა  
მჭიდრო სატრანსპორტო ნაკადში მოძრაობისას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საშიშროება იქნება ნაკლები, თუ თქვენი სიჩქარე ტოლია ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის სიჩქარის.
პასუხის ნახვა  
დღე-ღამის ბნელ დროს, დაუსახლებელ პუნქტში 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა ახლო ნათებების ფარების შუქზე, არშეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ, რადგან გასაჩერებელი მანძილის სიგრძე მეტია გზის განათებული მონაკვეთის სიგრძეზე .
პასუხის ნახვა  
დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისას შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე გვეჩვენება უფრო დაბალი, ვიდრე სინამდვილეშია.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად: 2. დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურრესპუბლიკებში, ქალაქებში - თბილისსა და ქუთაისში მოძრაობის სიჩქარე (3.24 შესაბამისი ნიშნების დადგმით) შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთზე, თუ საგზაო პირობები ქმნის მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას. დასახლებულ პუნქტში 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით შეუძლია იმოძრაოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, როცა დგას 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობის ნებადამრთველი საგზაო ნიშანი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ"' ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაბრკოლების შექმნა ნელი მოძრაობით, თუ ეს აუცილებლობით არარის განპირობებული. მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს ძალზე დაბალი სიჩქარით, თუ ეს აუცილებლობით არარის გამოწვეული, როცა ასეთი მოქმედებით დაბრკოლებას არშეუქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.24 "დასახლებული პუნქტის დასაწყისი" აღნიშნავს დასახლებული პუნქტის დასაწყისს, სადაც მოცემულ გზაზე არმოქმედებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები, ხოლო 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა საქალაქთაშორისო და მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლისა, ყველა გზაზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. მოცემული საგზაო ნიშნით აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში განსაკუთრებით მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლის მძღოლებს უფლება აქვთ იმოძრაონ არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 "დასახლებული პუნქტის დასაწყისი" აღნიშნავს დასახლებული პუნქტის დასაწყისს, სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები, ხოლო იმავე კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. მოცემული საგზაო ნიშნით აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში საქალაქთაშორისო და განსაკუთრებით მცირე ზომის ავტობუსების მძღოლებს უფლება აქვთ იმოძრაონ არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები", 5.18 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.18 "რეკომინდირებული სიჩქარე" მძღოლს აძლევს ინფორმაციას გზის მოცემულ მონაკვეთზე რეკომინდირებული სიჩქარის შესახებ.მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
1 2 3 4 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px