Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 2.7 პუნქტის თანახმად: პრიორიტეტის ნიშანი 2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან" მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ მას ენიჭება უპირატესობა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 2.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.5 "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია" კრძალავს გაუჩერებლად მოძრაობას გზაჯვარედინზე შესვლისას. მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს "სდექ" ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის - გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 "მთავარი გზის მიმართულება" დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი ვალდებულია აუცილებლად გაჩერდეს სავალი ნაწილის ნაპირთან და გაატაროს ავტობუსი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" კრძალავს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს გააძნელებს საპირისპირო მოძრაობას, მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. მოცემულ სიტუაციაში გადსასვლელი ხიდის წინ დაყენებულია საგზაო ნიშანი 1.18.3 "გზის შევიწროება", რომელიც გვაფრთხილებს გზის ვიწრო მონაკვეთთან მიახლოებას, ხოლო საგზაო ნიშანი 2.6 სატვირთო ავტომობილის მძღოლს ავალდებულებს გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას, მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის მე-2 თავის, 1.12 პუნქტის თანახმად, 1.12 "სდექ ხაზი” აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.5 ნიშნის არსებობისას, შუქნიშნის, ან მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში, თუ მძღოლი დარწმუნდება მოძრაობის უსაფრთხოებაში, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გაჩერება აუცილებელი არ არის.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: - 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" იძლევა მოძრაობის ნებას მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. - 2.1 "მთავარი გზა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ის იმყოფება გზაზე, რომელზეც ენიჭება მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლება. -2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან" გვაძლევს ინფორმაციას, რომ წინ არის გზის ვიწრო მონაკვეთი, რომელზე მოძრაობისას მძღოლს ენიჭება უპირატესობა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. - 5.11.1 "მობრუნების ადგილი" გვაჩვენებს ადგილს, სადაც ნებადართულია მობრუნება, ხოლო მარცხნივ მოხვევა აკრძალულია. მოცემული საგზაო ნიშნებიდან გზის ვიწრო მონაკვეთზე საპირისპირო მოძრაობისას უპირატესობას აწესებს საგზაო ნიშანი 2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან" აღნიშნული C ასოთი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: - 1.19 "ორმხრივი მოძრაობა" გვაჩვენებს გზის, ან სავალი ნაწილის დასაწყისს, სადაც საპირისპირო მოძრაობაა. - 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" კრძალავს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას. მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე, ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. - 2.1 "მთავარი გზა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ის იყოფება გზაზე, რომელზედაც ენიჭება მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლება. -2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან" გვაძლევს ინფორმაციას, რომ წინ არის გზის ვიწრო მონაკვეთი, რომელზე მოძრაობისას მძღოლს ენიჭება უპირატესობა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. - 5.8.7 "ზოლებზე მოძრაობის მიმართულება". ადგენენ ზოლებზე მოძრაობის რეჟიმს. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს, შემხვედრ სატრანს ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 2.3.1 "მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა" გვაფრთხილებს, რომ ვუახლოვდებით გზაჯვარედინს, სადაც ხდება მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა და პრიორიტეტით სარგებლობს მთავარ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. - 1.8 "შუქნიშნით რეგულირება" გვაფრთხილებს, რომ ვუახლოვდებით გზაჯვარედინს, ქვეითთა გადასასვლელს ან გზის მონაკვეთს, რომელზედაც მოძრაობა შუქნიშნით რეგულირდება. - 2.4 "დაუთმე გზა" მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ხოლო 7.13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. - 1.30 "სხვა საშიშროებანი" გვაფრთხილებს, რომ ვუახლოვდებით გზის მონაკვეთს, სადაც არსებობს სხვა გამაფრთხილებელი ნიშნებით გაუთვალისწინებელი საშიშროებანი. - 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" კრძალავს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას. მძღოლი გზას უთმობს შემხვ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად. მოცემულ სიტუაციაში ავტობუსი იმყოფება მეორეხარისხოვან გზაზე და საგზაო ნიშანი 2.4 "დაუთმეთ გზა" ავალდებულებს დაუთმოს გზა მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 "მთავარი გზა” გვიჩვენებს გზას, რომელზედაც მძღოლს ენიჭება მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლება, ხოლო იმავე თავის 7.13 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.13 "მთავარი გზის მიმართულება” მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენები საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდიან ინფორმაციას, რომ ის იმყოფება მთავარ გზაზე, რომელიც გრძელდება გზაჯვარედინზე მარცხნივ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 2.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" კრძალავს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს გააძნელებს საპირისპირო მოძრაობას, მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. საგზაო ნიშანი 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" მძღოლს ავალდებულებს გზა დაუთმოს შემხვედრ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას.
პასუხის ნახვა  
1 2 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px