Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე გაჩერებისას, ან დგომისას, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს ახლო განათების, ნისლის საწინააღმდეგო ფარები, აგრეთვე ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები. მოცემულ სიტუაციაში საავრიო შუქური სიგნალიზაციის ჩართვა საჭირო არარის და მძღოლი არმოიქცა სწორედ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად გაჩერება აკრძალულია სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;იმავე თავის 26-ე მუხლის, "ბ" პუნქტის თანახმად, საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება, იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება; მოცემულ სიტუაციაში, ნაჩვენებ ადგილზე (გვერდულზე) გაჩერება აკრძალული არარის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ვალდებული არარის ჩართოს საავარიო შუქური სიგნალიზაცია.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი და ქვეითი ასრულებენ სიგნალების მოთხოვნებს და მარეგულირებლის განკარგულებებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგება შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო ნიშნების და მონიშვნის მოთხოვნებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ვ" ქვეპუნქტის თანახმად გაჩერება აკრძალულია სავალი ნაწილების გადაკვეთაზე და გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირიდან 5 მეტრზე ახლოს, იმ შემთხვევის გარდა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთაზე (გზაჯვარედინზე), რომელზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი, ან გამყოფი ზოლია. ხოლო იმავე თავის 26-ე მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილზე, სადაც აკრძალულია გაჩერება. მოცემულ სიტუაციაში, სავალი ნაწილის ნაპირიდან 10 მეტრზე მსუბუქი ავტომობილის გაჩერება ნაბადართულია. საავარიო შუქური სიგნალიზაციის ჩართვა და ავრიული გაჩერების ნიშნის გამოდგმა საჭირო არარის.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "დ" ქვეპუნქტის თანახმად გაჩერება აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ 5 მეტრზე ახლოს, ხოლო იმავე მუხლის 26-ე მუხლის, "ბ" პუნქტის თანახმად, საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება. მოცემულ სიტუაციაში ავარიული გაჩერების ნიშნის გამოდგმა საჭირო არარის. ამიტომ მოტოციკლის მძღოლის მოქმედება არშეესაბამება საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 26-ე მუხლის, "ბ" პუნქტის თანახმად, საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება. ხოლო იმავე კანონის 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად. გაჩერება აკრძალულია სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; მოცემულ სიტუაციაში მძღოლი გაჩერებულია საგზო წესების მოთხოვნათა სრული დაცვით გზის სავალი ნაწილის გარეთ, გვერდულზე და საავარიო შუქური სიგნალიზაციის ჩართვა და ავარიული გაჩერების ნიშნის გამოდგმა არარის საჭირო.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 26-ე მუხლის, "დ" პუნქტის თანახმად, საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება ბუქსირების დროს (ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე). მოცემულ სიტუაციაში საბუქსირებელ სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული უნდა იყოს საავარიო შუქური სიგნალიზაცია.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.1-4.1.6 პუნქტების თანახმად მიმთითებელი ნიშნები 4.1.1-4.1.6 მოძრაობის ნებას რთავს მხოლიდ ნიშანზე ისრით მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ხოლო იმავე დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნები" ბოლო აბზაცის თანახმად, თუ სადგარზე გამოსახული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობა ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლები ხელმძღვანელობენ საგზაო ნიშნებით. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი ვალდებულია შეასრულოს გზაჯვერედინის წინ დროებით სადგარზე დადგმული მიმთითებელი ნიშანის 4.1.3 "მოძრაობა მარცხნივ" მოთხოვნები, რომელიც მძღოლს ნებას რთავს გააგრძელოს მოძრაობა მარცხნივ და უკუმიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 26-ე მუხლის, პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 26-ე მუხლის, "ბ” პუნქტის თანახმად საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება;
პასუხის ნახვა  
1 2 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px