Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანით 5.3 "საავტომობილო გზა" აღნიშნული გზა განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილის, ავტობუსის და მოტოციკლის მოძრაობისათვის. ე. ი. სატვირთო ავტომობის მოძრაობა საგზაო ნიშანით 5.3 "საავტომობილო გზა" აღნიშნულ გზაზე შეიძლება.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები"თანახმად საგზაო ნიშნები: - 5.3 "საავტომობილო გზა" გვაძლებს ინფორმაციას, რომ ვიმყოფებით გზაზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილების, ავტობუსებისა და მოტოციკლების მოძრაობისათვის. - 5.30.3 "მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილებისათვის" გვაჩვენებს მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორის და თვითმავალი მანქანისათვის, თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ-ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. - 3.4 "სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს სატვირთო ავტომობილისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასის 3,5 ტონას აღემატება (თუ ნიშანზე მასა არარის მითითებული, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს. ხოლო დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.3.3 მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მარჯვნივ და მარცხნივ. მოცემულ შემთხვ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.7.1 პუნქტის თანახმად საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.7.1 "ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა" გვაძლევს ინფორმაციას, რომ ის გადის ცალმხრივმოძრაობიან გზაზე, სადაც ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა ნიშანზე ისრით ნაჩვენები მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ და ამდენად არშეიძლება მოძრაობის გაგრძელება მარცხნივ. სხვა ყველა მიმართულებებით მოძრაობა ნებადართულია.მოცემულ გზაჯვარედინზე მობრუნება შეიძლება.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 37-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5,9, 5.10.1-5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არდააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას. მოცემულ სიტუაციაში, ორივე მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნები.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" მე-5 პუნქტის 5.10.2 პუნქტის თანახმად საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშანი 5.10.2 "სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა" გვაძლევს ინფორმაციას, რომ გადამკვეთ გზაზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ, ხოლო მისი განაპირა მარცხენა ზოლი განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის მარჯვნიდან მარცხნივ და იმავე კანონის მე-5 თავის, 37-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად გზაზე, სადაც 5.9, 5.10.1-5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპირტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლზე ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოს ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: - 2.4 "დაუთმე გზა" მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. -5.7.2 "ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა" გვაძლევს ინფორმაციას, რომ გადამკვეთ გზაზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარჯვნივიდან მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის ნებას არიძლევა.- 3.1 '"შესვლა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით და 3.1 ნიშნების მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. -5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა" გვაჩვენებს გზას, ან სავალ ნაწილს, რომელზეც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. მასზე მობრუნება და უკუმიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. მოცემულ შემთხვევაში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლს შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს მხოლოდ B და C მიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.8.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.8.2 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი" გვაჩვენებს მოცემულ ზოლებზე ნებადართულ მიმართულებებს, ხოლო საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.8.2 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი", რომელიც უკედურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა. ხოლო 5.11.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.11.1 "მობრუნების ადგილი" მიგვითითებს მხოლოდ მობრუნების ადგილს, სადაც მარცხნივ მოხვევა აკრძალულია.მოცემულ შემთხვევაში მარცხენა ზოლიდან 5.11.1 საგზაო ნიშანის პირდაპირნებადართულია მხოლოდ მობრუნება, ხოლო გზაჯვარედინზე მხოლოდ მარცხნივ მოხვევა და მობრუნება ე.ი. მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა A, B და C მიმართულებებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები"-ის თანახმად: - საგზაო ნიშანი 5.11.1 "მობრუნების ადგილი" მარცხნივ მოხვევა აკრძალულია. -საგზაო ნიშანი 5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა" აღნიშნავს გზას, ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსტორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. -საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" ნებას რთავს იმოძრაონ მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით და 4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არკრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მარცხნივ მოხვევას არკრძალავს საგზაო ნიშანი 5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა". ანუ - B
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 "მექანიკური სატრანსტორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს ძრავიანი სატრანსტორტო საშუალებების მოძრაობას, გარდა მოპედისა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორის და თვითმავალი მანქანების მოძრაობას. ხოლო იმავე თავის 5.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.3 " საავტომობილო გზა" აღნიშნავს გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილის, ავტობუსის და მოტოციკლის მოძრაობისათვის. მოპედის მოძრაობას კრძალავს საგზაო ნიშანი 5.3 " საავტომობილო გზა".
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად: 5. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. 6. მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არარის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არუნდა შეექმნას დაბრკოლება. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 5.8.1 "ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი" მძღოლებს ავალდებულებს მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა შეასრულონ სათანადო ზოლებიდან, რასაც არღვევს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს არარღვევს ავტობუსის მძღოლი.
პასუხის ნახვა  
1 2 3 4 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px