Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშნები, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. სიგნალები შესაბამისად კრძალავს, ან ნებას რთავს იმ ზოლზე მოძრაობას, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ, ან მარცხნივ დახრილისრიანი ყვითელი სიგნალი, რომლის ჩართვა იძლევა ინფორმაციას სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშნები, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. სიგნალები შესაბამისად კრძალავს, ან ნებას რთავს იმ ზოლზე მოძრაობას, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ, ან მარცხნივ დახრილისრიანი ყვითელი სიგნალი, რომლის ჩართვა იძლევა ინფორმაციას სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ. გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას. მოცემულ სიტუაციაში, როცა რევერსული შუქნიშანი გამორთულია მძღოლს არშეუძლია გააგრძელოს მოძრაობა რევერსულ ზოლში.
პასუხის ნახვა  
საგზაო მოძრაობის წესების მე-3 თავის თანახმად აღნიშნული საცნობი ნიშანი "ექიმი" – ლურჯი ფერის კვადრატი (გვერდი 140მმ) შიგ ჩახაზული თეთრი წრით (დიამეტრი 125მმ), რომელზეც გამოსახულია წითელი ჯვარი (სიმაღლე 90 მმ, შტრიხის სიგანე 25 მმ) – იდგმება მძღოლის სურვილისამებრიმ ავტომობილზე, რომელსაც მართავს ექიმი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 42-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ წინ და უკან ერთ მეტრზე მეტად, ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი აღინიშნება საცნობი ნიშნით "მსხვილგაბარიტიანი ტვირთი”, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, ამასთან, წინ – ფარნით, ან თეთრი ფერის შუქამრეკლით, უკან – ფარნით, ან წითელი ფერის შუქამრეკლით. ხოლო იმავე კანონის 21-ე თავის, მე-9 პუნქტის "T" ქვეპუნქტის თანახმად საგზაო საცნობი ნიშნი "მსხვილგაბარიტიანი ტვირთი” – 400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ფერის ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით;მოცემული საცნობი ნიშნით აღინიშნება ტვირთი, თუ ის გადმოშვერილია გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 42-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ წინ და უკან ერთ მეტრზე მეტად, ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი აღინიშნება საცნობი ნიშნით "მსხვილგაბარიტიანი ტვირთი”, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, ამასთან, წინ – ფარნით, ან თეთრი ფერის შუქამრეკლით, უკან – ფარნით ან წითელი ფერის შუქამრეკლით. ხოლო იმავე კანონის 21-ე თავის, მე-9 პუნქტის "T" ქვეპუნქტის თანახმად საგზაო საცნობი ნიშანი "მსხვილგაბარიტიანი ტვირთი” – 400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ფერის ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით;მოცემული საცნობი ნიშნით აღინიშნება ტვირთი, თუ ის გადმოშვერილია სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ წინ და უკან 1.0 მეტრზე მეტად.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 21-ე თავის, მე-10 პუნქტის თანახმად, მძღოლის სურვილისამებრსატრანსპორტო საშუალებაზე მაგრდება საცნობი ნიშანი "ინვალიდი” – ყვითელი ფერის კვადრატი 150 მმ-იანი გვერდით და 7.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი ფერის გამოსახულებით – იმ მექანიკურსატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები მართავენ, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს ინვალიდები. მოცემული საგზაო ნიშნით აღინიშნება ავტომობილი, რომელსაც მართავს ინვალიდი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 21-ე თავის, მე-9 პუნქტის "ე", "თ" და "დ" ქვეპუნქტების თანახმად საგზაო საცნობი ნიშნებს აქვს შემგეგი მნიშვნელობები:ე) "საშიში ტვირთი” – 690X300 მმ ზომის სწორკუთხედი, რომლის მარჯვენა ნაწილის სიგანეა 400X400 მმ და შეღებილია ნარინჯისფრად, ხოლო მარცხენა ნაწილი – თეთრად, გარშემო შავი ფერის არშიით (სიგანე 15 მმ) – ასეთი ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს;თ) "მსხვილგაბარიტიანი ტვირთი” – 400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ფერის ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით;დ) "ყრუ მძღოლი” – 160 მმ დიამეტრის ყვითელი ფერის წრე შიგნით ჩახაზული შავი ფერის 40 მმ დიამეტრის სამი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი, წვერით ქვემოთ მიმართული, ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში – იმ მექანიკური სატრანსტორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ყრუ-მუნჯი მძღოლი მართავს. მოცემული ნიშნებიდან საშიში ტვირთის გადამტან ავტომობილზე უნდა დამაგ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე და 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზებზე აკრძალულია გაჩერება 5.15, 6.11 ნიშნებით აღნიშნული სპეციალური სადგომი მოედნების გარეთ. ხოლო იმავე კანონის 28-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 5.15 „დასვენების ადგილი" დამატებითი ინფორმაციის დაფით „მანძილი ობიექტამდე" მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნიდან 500 მეტრში მდებარეობს სადგომი მოედანი და იგი ნაჩვენებ ადგილზე გაჩერებით არღვევს მოძრაობის წესების მოთხოვნებს. ასევე ავტობუსის მძღოლს არა აქვს უფლება იმოძრაოს მარცხენა ზოლში, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. მოძრაობის წესების მოთხოვნებს არღვევს ავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლები.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-8 პუნქტის თანახმად, იმ გზაზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, მძღოლმა ისე უნდა ატაროს სატრანსპორტო საშუალება, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას მან განაპირა მარჯვენა ზოლი დაიკავოს. გადაჯგუფება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება, რომ მოცემული მიმართულებით მოძრაობა ნებადართულია სხვა ზოლებზეც. მოცემულ სიტუაციაში მარცხნივ მოხვევა მძღოლს შეუძლია C ტრაექტორიით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 35-ე მუხლის, პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, ატომაგისტრალზე აკრძალულია გაჩერება 5.15, 6.11 ნიშნებით აღნიშნული სპეციალური სადგომი მოედნების გარეთ. მოცემულ სიტუაციაში ავტომაგისტრაზე დადგმული საგზაო ნიშნები 6.11 "დასვენების ადგილი" და 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" გვაძლევენ ინფორმაციას, რომ 500 მეტრმანძილზე მდებარეობს დასასვენებელი ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლათ გაჩერდეთ.
პასუხის ნახვა  

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px