Реклама

№ 43 (2) საქართველოს სახემწიფო სტანდარტის № 25478-91-ის "ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები"-ის 3.1 პუნქტის თანახმად აკრძალულია ექსპლუატაცია, თუ გარე მაშუქი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი, ფერი, განათება და რეჟიმი არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მოთხოვნებს. მოცემულ სიტუაციაში, სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მოთხოვნების თანახმად წინა მხარეს დაყენებული მაშუქი ხელსაწყოები უნდა იყოს თეთრი, ხოლო უკანა - წითელი ფერის. მიკროავტობუსის ექსპლუატაცია ლურჯი ფერის წინა საგაბარიტე სიგნალებით ნებადართული არ არის.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, მე-20 მუხლის, მე-7 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს საავარიო მაშუქი სიგნალიზაცია.
პასუხის ნახვა  
საქართველოს სახემწიფო სტანდარტის №25478-91 "ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები"-ს 5.1 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ექსპლუატაცია, თუ მოტოციკლების და მოპედების სალტეების პროტექტორების ნახატის დარჩენილი სიმაღლე 0,8 მმ-ზე ნაკლებია
პასუხის ნახვა  
საქართველოს სახემწიფო სტანდარტის №25478-91 "ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები"-ს 1.4 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ექსპლუატაცია, თუ არ მუშაობს პნევმატური ან პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავების მანომეტრი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს სახემწიფო სტანდარტის №25478-91 "ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები"-ს 5.1 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ექსპლუატაცია, თუ მსუბუქი ავტომობილების სალტეების პროტექტორების ნახატის დარჩენილი სიმაღლე 1.6 მმ-ზე ნაკლებია.
პასუხის ნახვა  
საქართველოს სახემწიფო სტანდარტის №25478-91 "ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები"-ს 5.1 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ სატვირთო ავტომობილების სალტეების პროტექტორების ნახატის დარჩენილი სიმაღლე 1 მმ-ზე ნაკლებია.
პასუხის ნახვა  
საქართველოს სახემწიფო სტანდარტის №25478-91 "ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები"-ს 1.5 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ სადგომი მუხრუჭი ვერ უზრუნველყოფს უძრავ მდგომარეობს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს სახემწიფო სტანდარტის №25478-91-ის "ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები"-ს 4.1 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში.
პასუხის ნახვა  
საქართველოს სახემწიფო სტანდარტის №25478-91 "ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები"-ს 1.5 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ექსპლუატაცია, თუ სადგომი სამუხრუჭო სისტემა ვერ უზრუნველყოფს აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატვირთო ავტომობილების და ავტომატარებლების უძრავ მდგრადობას დაღმართზე 31% - მდე დახრილობის ჩათვლით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს სახემწიფო სტანდარტის №25478-91 "ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ტექნიკური მდგომარეობისადმი მოთხოვნები მოძრაობის უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე. შემოწმების მეთოდები"-ს 2.1 პუნქტის თანახმად, აკრძალულია მსუბუქი ავტომობილების და მათ ბაზაზე შექმნილი სატვირთო ავტომობილების და ავტობუსების ექსპლუატაცია, თუ საჭის სამართავ მექანიზმში ჯამური ფოლხვა აღემატება 10 გრადუსს.
პასუხის ნახვა  
1 2 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px