საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" " 4.1.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.4 "მოძრაობა პირდაპირდა მარჯვნივ" მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით და მისი მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია, ხოლო იმავე კანონის 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის დროს მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებისთვისაა განკუთვნილი. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი იმყოფება მარცხენა ზოლში, საიდანაც მობრუნების და მარჯვნივ მოხვევის უფლება არა აქვს, ხოლო მეორე გადაკვეთაზე შეუძლია იმოძრაოს A და B მიმართულებებით.