საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.2.1 და 4.2.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 4.2.1 "დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან" და 4.2.2 "დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან" შემოვლა ნებადართულია მხოლოდ ისრით ნაჩვენები მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში საგზაო სამუშაოების გამო გზაზე წარმოქნილი დაბრკოლების შემოვლა განსაზღრულია საგზაო ნიშნით 4.2.1 "დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან", რომელიც შემოვლის ნებას გვრთავს მხოლოდ მარჯვენა მხრიდან. სატვირთო ავტომობილის მძღოლს არა აქვს უფლება მყისიერად გადავიდეს უკიდურეს მარცხენა ზოლში და დაბრკოლებას შემოუაროს მარცხენა მხრიდან.