საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად მაცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელივან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრასპორტო საშუალებას. ხოლო იმავე კანონის 30-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, თუ შემხვედრი გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დაუთმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარესაც არსებობს დაბრკოლება. 1,13 "ციცაბო დაღმართი" და 1.14 "ციცაბო აღმართი" ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრასპორტო საშუალების მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში გზაზე დაბრკოლება არარსებობს და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დაუთმოს გზა სატვირთო ავტომობილს.