საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.1 პუნქტის თანახმად მიმთითებელი საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ისარზე მითითებული მიმართულებით და მისი მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ის დგას. მოცემულ სიტუაციაშია საგზაო ნიშანის 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების მხოლოდ პირველ გადაკვეთაზე. მეორე გადაკვეთაზე მოძრაობა შეიძლება. ყველა მიმართულებით და მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს ყველა ნაჩვენები მიმართულებით.