საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 39-ე მუხლის თანახმად ბუქსირების დროს სიჩქარე არუნდა აღემატებოდეს 50კმ/სთ. მოცემულ სიტუაციაში გზაზე დაყენებულია საგზაო ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა", რომელიც იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.7 პუნქტის თანახმად მოძრაობის ნებას რთავს ნიშანზე მითითებილი, ან მეტი სიჩქარით, ამიტომ სატვირთო ავტომობილის მძღოლს არა აქვს უფლება განახორციელოს ბუქსირება გზის მოცემულ მონაკვეთზე და ის არღვევს საგზაო ნიშნის მითითებებს.