საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" მოძრაობის ნებას იძლევა ნიშანზე მითითებულით, ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით. იმავე კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. მოცემულ სიტუაციაშია საგზაო ნიშანზე 4.7 მითითებულია 40 კმ/სთ მინიმალური სიჩქარე და რადგანაც ვიმყოფებით დასახლებულ პუნქტში მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ანუ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს არანაკლები 40 კმ/სთ და არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.