опубликовано: 2025-07-17
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმთითებელი ნიშნის 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისში დგას, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ნიშანი არკრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიაზე შესასვლელად. მოცემულ სიტუაციაში მიმთითებელი ნიშნის 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" მოქმედება ვრცელდება მეორე გზაჯვარედინამდე და მეორე გზაჯვარედინზე მოძრაობის გაგრძელების უფლება გაქვთ ყველა ნაჩვენები მიმართულებით

