საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” კრძალავს მოძრაობას სიჩქარით, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. - 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” – ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ მითითებული ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით. - 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე” – გვიჩვენებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს უფლებას რთავს იმოძრაოს 60 კმ/სთ სიჩქარით საგზაო ნიშნები: 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” და 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე”, ანუ მეორე და მესამე.