საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" ბოლო აბზაცის თანახმად, თუ დროებითი (გადასატანი სადგარი) და სტაციონარული საგზაო ნიშნები ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს დროებითი ნიშნებით. მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის შუაში დადგმულია დროებითი საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" და მძღოლის არა აქვს მობრუნების უფლება.