საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.2 "მოძრაობა მარჯვნივ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით. ხოლო ამავე თავის 7.4.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.4.1 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა” მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. დაფა 7.4.1 ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობილებზე, აგრეთვე მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არაღემატება, ამიტომ მას შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს ყველა მიმართულებით.