საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არაღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს, მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნას არღვევს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რადგან ის ვალდებულია მარჯვნივ მოხვევისას იმოძრაოს რაც შეიძლება სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან.