საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" მე-4 პუნქტის განმარტების თანახმად საგზაო ნიშნები: 4.1.5 "მოძრაობა პირდაპირან მარცხნივ”, 4.1.1. "მოძრაობა პირდაპირ” და 4.1.3 "მოძრაობა მარცხნივ”. მოძრაობის ნებას რთავენ მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით და 4.1.1. "მოძრაობა პირდაპირ” ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არკრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად. ნაჩვენები ნიშნებიდან მარჯვნივ ეზოში ან საცხოვრებელ კვარტალში შესვლის უფლებას იძლევა რიგით მეორე 4.1.1. "მოძრაობა პირდაპირ” საგზაო ნიშანი.