![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე ისრით მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. გამოიყენება აგრეთვე 4.1.1-4.1.6 ნიშნები ისრების კონფიგურაციით, რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ გადაკვეთაზე მოძრაობის საჭირო მიმართულებას. 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე. 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. მოცემულ სიტუაციაში, 4.1.1 ნიშნების მოქმედება ვრცელდება გზაჯვარედინის პირველ გადაკვეთაზე, ამიტომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არშეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრით ნაჩვენები მიმართულებით, ხოლო სატვირთო ავტომობილის მძღოლი მობრუნებას ასრულებს პირველი გადაკვეთის შემდეგ და მას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრით ნაჩვენები მიმართულებით.