საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" მე-7 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის საგზაო ნიშნები:-7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ ობიექტამდე. -7.2.4 "მოქმედების ზონა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27-3.30 ნიშნების ზონაში მისი ყოფნის შესახებ. -7.3.1 "მოქმედების მიმართულებები" მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული ობიექტისაკენ.-7.14 "მოძრაობის ზოლი" მიუთითებს ზოლზე, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის, ან შუქნიშნის მოქმედება. მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას მიუთითებს C ასოთი აღნიშნული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.3.1 "მოქმედების მიმართულებები".