საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-15 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი სიგნალის ჩართვის, ან მარეგულირებლის მიერხელის ზემოთ აწევის დროს დამუხრუჭების გარეშე არშეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას იმყოფება სავალ ნაწილზე, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ქვეითი უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე. მოცემულ სიტუაციაში, მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა დასახული მიმართულებით.