საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე გაჩერებისას, ან დგომისას, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს ახლო განათების, ნისლის საწინააღმდეგო ფარები, აგრეთვე ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები. მოცემულ სიტუაციაში, დღე-ღამის ბნელ დროს, გაუნათებელ გზაზე გაჩერების, ან დგომის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია ჩართოს საგაბარიტო სინათლეები.