საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა. ორმხრივ მოძრაობიან სამზოლიანი გზის შუა ზოლზე გადსვლა მძღოლს შეუძლია, მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების მიზნით.