საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან. ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.20 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია” კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან და საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია” კრძალავს გასწრებას. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არშეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრით ნაჩვენები მიმართულებით.