![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" რთავს მოძრაობის ნებას მხოლოდ ისარზე მითითებული მიმართულებით. 4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არკრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად. იმავე დანართის მე-2 თავის 1.17 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური მონიშვნა 1.17 (ტეხილი ყვითელი ხაზი) აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და ტაქსის სადგომს. ხოლო იმავე კანონის მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე4 პუნქტის, "ზ" ქვეპუნქტის თანახმად გაჩერება და დგომა აკრძალულია - სადგომი მოედნიდან, ხოლო როცა ის არარის - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების, ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მოუხვიოს მარჯვნივ ეზოში შესასვლელად, ხოლო სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც გაჩერებულია უშუალოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე, რომელზედაც იმყოფებიან მოქალაქეები არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.