საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები", 3.28 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.28 "დგომა აკრძალულია" კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების დგომას, ხოლო "დ" ქვეპუნქტის თანახმად 3.28 ნიშნის მოქმედება არვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი, ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე. მოცემულ სიტუაციაში ნიშნის მოქმედების ზონაში დგომის უფლება აქვს მსუბუქ ავტომობილს ნებისმიერი მისთვის საჭირო დროით, რადგან მასზე დაყენებული დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.17 "ინვალიდები" გვაწვდის ინფორმაციას, რომ მას მართავს მძღოლი ინვალიდი.