საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად: 5. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. 6. მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არარის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არუნდა შეექმნას დაბრკოლება. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 5.8.1 "ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი" მძღოლებს ავალდებულებს მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა შეასრულონ სათანადო ზოლებიდან, რასაც არღვევს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს არარღვევს ავტობუსის მძღოლი.