საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 2.1 პუნქტის თანახმად პრიორიტეტის ნიშნები ადგენს გზაჯვარედინის, სავალი ნაწილის გადაკვეთის, ან გზის ვიწრო მონაკვეთის გავლის რიგითობას. საგზაო ნიშანი 2.1 "მთავარი გზა" გვაჩვენებს გზას, რომელზედაც მძღოლს ენიჭება მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლება. ხოლო დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.13 "მთავარი გზის მიმართულება" მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილი იმყოფება მთავარგზაზე და სარგებლობს გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლებით. გზა უნდა დაუთმოს სატვირთო ავტომობილის მძღოლმა.