საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისშესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-2 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის მწვანე მოციმციმე სიგნალი - რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აწვდის ინფორმაციას, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი. მწვანე მოციმციმე სიგნალის ჩაქრობამდე დარჩენილი დროის (წამების) შესახებ მძღოლის დამატებით ინფორმირებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ციფრობრივი დაფა.