საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. ხოლო იმავე თავის 43-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის, მოპედის, საჭაპანე ოთხთვალას (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, აგრეთვე გვერდულზე, თუ ეს არაბრკოლებს ქვეითს. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებული იყო დროულად გადაწყობილიყი მარჯვენა ზოლში, საიდანაც უნდა მოეხდინა მარჯვნივ მოხვევა, რაც მან არშეასრულა და დაარღვია საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნები. ასევე საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნები დაარღვია მოპედის მძღოლმა, რადგან პირდაპირი მოძრაობისას მან უნდა იმოძრაოს განაპირა მარჯვენა ზოლში.