საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" გამაფრთხილებელი ნიშნების განმარტების თანახმად, ნიშნები 1.1, 1.2, 1.9, 1.10, 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. მოცემულ შემთხვვაში ნაჩვენებია გამაფრთხილებელი ნიშნები: - 1.8 "შუქნიშნით რეგულირება”; - 1.6 "თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა”; - 1.20 "ქვეითთა გადასასვლელი”; - 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”; - 1.17 "ქვის ასხლეტა”; - 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”. დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება გამაფრთხილებელი ნიშნები 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” და 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”.