საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 2.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" კრძალავს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს გააძნელებს საპირისპირო მოძრაობას, მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. საგზაო ნიშანი 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" მძღოლს ავალდებულებს გზა დაუთმოს შემხვედრ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას.