საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნები" 1.1 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.1 უწყვეტი ხაზი – ყოფს საწინააღმდეგო მიმართულების სატრანსპორტო ნაკადებს და გზების სახიფათო ადგილებზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 და 1.2 ხაზების გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გვერდულზე გასაჩერებლად.მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება არა აქვს გადაკვეთოს უწყვეტი ღერძულა ხაზი და არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.