საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები", 5.18 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.18 "რეკომინდირებული სიჩქარე" მძღოლს აძლევს ინფორმაციას გზის მოცემულ მონაკვეთზე რეკომინდირებული სიჩქარის შესახებ.მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.