საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.31 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული" გვიჩვენებს 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს. მოცემულ სიტუაციაში გვაქვს საგზაო ნიშნები: 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია", 3.17.2 '"საშიშროება", 3.16 "მინიმალური დისტანციის შეზღუდვა" და 3.26 "ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია", რომელთაგან საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული" აუქმებს 3.16 და 3.26 საგზაო ნიშნებით, ანუ C და D-თი აღნიშნული საგზაო ნიშანებით დაწესებულ შეზღუდვებს.