საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.2.2-7.2.6 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები "მოქმედების ზონა": 7.2.2 მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას (მოცემულ სიტუაციაში 10 მეტრს); 7.2.3 მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს; 7.2.4 მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ და მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე.