![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-2 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის მრგვალი მწვანე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას. იმავე თავის 27-ე მუხლის, მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად: 5. მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. 7. მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არაღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს, მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. იმავე თავის 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ” ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას; მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილს მძღოლი არარღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს და შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ნაჩვენები ტრაექტორიით.